პასუხი კობახიძეს და "ოცნებას" - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ივანიშვილის რეჟიმს კორუფციაში ამხელს

30.05.24 17:17
პასუხი კობახიძეს და "ოცნებას" - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ივანიშვილის რეჟიმს კორუფციაში ამხელს

პასუხი ირაკლი კობახიძეს და "ქართულ ოცნებას" -  ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ივანიშვილის რეჟიმს კორუფციაში ამხელს. ეს მას შემდეგ, რაც ჩინური კომპანიისთვის მიბარებული ანაკლიის პორტის გამო პრემიერ-მინისტრმა ტრადიციულად იერიში პარტია "ლელოს" თავმჯდომარეზე მიიტანა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საბჭოს წევრი თედ ჯონასი ამბობს, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტს იბარებს სანქცირებულია, რაც მისი თქმით, იმიას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ არცერთი დასავლური კომპანია ანაკლიის პორტში აღარ შემოვა

პრემიერი ტყუის, ის მატყუარაა. როცა კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს. მათ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ პოილიტიკური საქმე შექმნეს, რომელ კორუფციაზე საუბრობს? კორუფცია მათ მხარესაა. მათ აირჩიეს კორუმპირებული ჩინური კომპანია. მთავრობისთვის, რომელშიც საკუთარ ჯიბეებში ფულს უყურებენ, ასეთი კომპანია იდეალური პარტნიორია. ეს კომპანია სანქცირებულია! ეს ნიშნავს, რომ არანაირი დასავლური კომპანია ანაკლიის პორტში აღარ შემოვა - ეს იქნება რკინის კედელი. როგორც კი კომპანია, ბანკი, ინვესტორი დაინახავს სანქცირებულების სიაში ჩინურ კომპანიას, არ დაიჭერს საქმეს ასეთ პროექტთან", - ამბობს თედ ჯონასი.

რაში სჭირდება ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც შესაძლოა, დასავლეთთან ურთირთობებში რკინის ფარდა აღმოჩნდეს? - თედ ჯონასი ამბობს, რომ აქ რუსული ინტერესებიც იკვეთება, რადგან საქართველოში დასავლური ინვესტიციების განხორციელებას, ყველაზე მეტად სწორედ პუტინის რეჟიმის ინტერესებში არ შედის, სწორედ ამიტომ საქმეში ჩინეთი ჩართეს. 

რუსეთი ბლოკავდა ანაკლიის პროექტს ათწლეულების განმავლობაში, რადგან ის ახლოს არის საოკუპაციო ხაზთან და მუდმივად ჰქონდათ პარანოია, რომ ეს იქნებოდა ნატოს სამხედრო ბაზა. უკრაინის ომმა შეცვალა პოლიტიკა, მას შემდეგ რაც ნოვოროსისკის პორტი გაჩერდა. რუსეთმა ამის შემდეგ აანთო მწვანე შუქი, პარალელურად ის უფრო მეტად დაუახლოვდა ჩინეთს და მოეწონა იდეა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მის მოკავშირე ჩინეთს განეხორციელებინა. აღარ იქნებოდა აქ ჩართული დასავლური ინვესტიცია და რუსეთიც შეძლებდა ანაკლიის გამოყენებას მისი ინტერესებისთვის. რუსეთმა უთხრა ივანიშვილის ხელისუფლებას, გვაჩვენე რომ აქ არ იქნება დასავლური ინვესტიცია, არა ევროკავშირი, არა ამერიკა", - ამბობს ჯონასი.

ჯინასი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებით და მეორე დღეს ჩინური კომპანიისთვის ანაკლიის პორტის პროექტის ჩაბარებით სრულად გაანადგურა ურთიერთობა დასაველთთან.

"ქართულმა ოცნებამ" სრულად გაანადგურა მისი ურთიერთობა დასაველთთან რუსული კანონის მიღების ფონზე და მომდევნო დღეს განაცხადა ჩინური კონსორციუმის ანაკლიაში შემოსვლის შესახებ. ეს ვერ იქნება დამთხვევა. რატომ მხოლოდ ჩინური კომპანია? არცერთი დასავლელი გამოცდილი ინვესტორი არ დაიჭერს საქმეს მთავრობასთან, რომელიც არასანდო პარტნიორია. მეორე საკითხია, ჩვენი საქმე, რომელიც ისევ არბიტრაჟშია. თუ გავიმარჯვებთ, საქართველოს მთავრობას მოუწევს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა", - ამბობს ჯონასი.

"ქართული ოცნება" სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებას არაფრად აგდებს. ირაკლი კობახიძე სპეკულაციებს უწოდებს  განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.  ხელისუფლების სრული პროპაგანდა ახლა იმის მტკიცებაშია, რომ ჩინურ სინგაპურულ კომპანიას სუფთა წარსული აქვს. მეტიც, ეკონომიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმის სახელი ამერიკულ სანქციებს არ უკავშირდება. არადა ამ დროს ვაშინგტონი თბილის აფრთხილებს, რომ  ქართულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩინური ზემოქმედების გაძლიერების საფრთხეებზე. 

ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

ამ თემაზე ასევე იხილეთ:


 

 

მსგავსი სიახლეები