რუსულმა ხელისუფლებამ განდევნა ამერიკელები და ევროპელები ანაკლიიდან და ექსკლუზიურად მისცა ჩინელებს პორტი - ხაზარაძე
ირაკლი კობახიძის კორუფციაზე ბრალდებას "ლელოს" ლიდერები პასუხობენ. მამუკა ხაზარაძე იხსენებს, როგორ უშლიდა "ოცნების" ხელისუფლება ხელს მას ანაკლიის პორტის აშენებაში და როგორ ცდილობდა, რომ ქვეყანაში დასავლური ინვესტორები შემოსულიყვნენ.
ხაზარაძის თქმით, სწორედ "ოცნების" ხელისუფლებამ განდევნა ამერიკელები და ევროპელები ანაკლიიდან და ექსკლუზიურად მისცა ჩინელებს პორტი.
მიმდინარეობს საერთაშორისო არბიტრაჟი. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, ამერიკელებს, ევროპელებს და ქართველ ინვესტორებს გაუკეთა ინვესტიციის ექსპოპრირება, გამოგვიცხადა ომი და 3 წლის განმავლობაში დაუზოგავად გვდევნიდან ყველგან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ საქმეს არ შევშვებივართ. რაც შეეხება ჩინეთის შემოსვლას, ერთის მხრივ, ეს ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არის კარგი, მაგრამ ძალიან მნიშნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ჩინეთის შემოსვლით, რომელიც პირდაპირ ალიანსშია რუსეთთან, რამდენად დაცული იქნება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. რუსულმა ხელისუფლებამ განდევნა ამერიკელები და ევროპელები ანაკლიიდან და ექსკლუზიურად მისცა ჩინელებს ეს პორტი", - ამბობს ხაზარაძე.
ანაკლიის პორტზე საუბრისას, დღეს პრემიერ-მინისტრმა ტრადიციულად იერიში პარტია "ლელოს" თავმჯდომარეზე მიიტანა.
ირაკლი კობახიძე სპეკულაციებს უწოდებს განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა. ხელისუფლების სრული პროპაგანდა ახლა იმის მტკიცებაშია, რომ ჩინურ სინგაპურულ კომპანიას სუფთა წარსული აქვს. მეტიც, ეკონომიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმის სახელი ამერიკულ სანქციებს არ უკავშირდება. არადა ამ დროს ვაშინგტონი თბილის აფრთხილებს, რომ ქართულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩინური ზემოქმედების გაძლიერების საფრთხეებზე.
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ამ თემაზე ასევე იხილეთ: