"ვიბრძვით!" - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

30.05.24 17:59
"ვიბრძვით!" - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

 ახალგაზრდა მსახიობის ანანო მახარაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო, მოსამართლე გადაწყვეტილებას 4  ივნისს გამოაცხადებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე მსახიობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - გზის გადაკეტვას ედავებიან.

სასამართლოში მახარაძის მხარდასაჭერად დღეს მისი კოლეგები მივიდნენ. ეკა ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოზიციის მქონე სხვა მსახიობებიც დაიბარონ და დააჯარიმონ, თუმცა არტისტის თქმით, ბრძოლას არ შეწყვეტენ. 

გზა გადაკეტა 200 000-მა ადამიანმა, ეს ყველასთვის არის ცნობილი, მარტო მამუკა მდინარაძემ არ იცის ეს ამბავი. ალბათ, ყველას დაგვიბარებენ, გადავიხდით ჯარიმებს, ვინც ვერ იხდის, მისთვის აუცილებლად შეგროვდება თანხა, ყველას გვერდში დავუდგებით. ვიბრძვით!" - აცხადებს ეკა ნიჟარაძე. 

დღეს სასამართლოს შენობაში იმყოფებოდნენ  ბაია დვალიშვილი, ნატა მურვანიძე და ქართული კინოს და თეატრის სხვა ხელოვანები.

 

 

მსგავსი სიახლეები