არსად არ წავალთ, ჩვენ ვიქნებით ქუჩაში, როცა საჭიროა - ლაშა ბუღაძე

31.05.24 12:02
არსად არ წავალთ, ჩვენ ვიქნებით ქუჩაში, როცა საჭიროა - ლაშა ბუღაძე

 

 

"მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა, - ეს არის პირდაპირი ამოცანა, დავალება, ილია ჭავჭავაძე ამას შეეწია, რუსეთის იმპერიას შეეწირა და რუსეთის საკითხი არ გადაწყვეტილა" - ამის შესახებ "პირველებთან" ლაშა ბუღაძე აკეთებს.

როგორც ბუღაძე ამბობს, უწყვეტი პროტესტი უმნიშვნელოვანესია.

ეს არის ძალიან დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-ისტორიული პროცესი, რომელიც, ბუნებრივია, გულისხმობს სხვადასხვა ტიპის სიმსხვილის აქტიურობებს. ყველა ვფიქრობთ, რომ არ განელდეს პროტესტი, ქუჩაში რამდენი ადამიანი გამოვა და გამოვიდა, იმიტომ, რომ ერთიანობა ჩვენთვის არის ძალა და ჩვენი სიმრავლე დასავლეთისთვის და ჩვენთვისაც. მაგრამ ცხადია, შეიძლება არ იყოს ასეთი მასშტაბური ყოველდღიურობა, მაგრამ არსად არ წავალთ, ჩვენ ვიქნებით ქუჩაში, როცა საჭიროა, ამიტომაც ვამბობთ და ეს არ არის ზოგადი ფრაზები ილია ჭავჭავაძის - მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა, - ეს არის პირდაპირი ამოცანა, დავალება, ილია ჭავჭავაძე ამას შეეწია, რუსეთის იმპერიას შეეწირა და რუსეთის საკითხი არ გადაწყვეტილა,“ - ამბობს ბუღაძე.

ხალხი გაჩერებას არ აპირებს - პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება. დღეს თბილისში აქციაა დაანონსებული. ზუსტად შვიდ საათზე მოქალაქეები პარლამენტის სასახლესთან შეიკრიბებიან. მანამდე კი უკვე დაწყებული აქვს პოლიციას მობილიზება საკანონმდებლო ორგანოსთან.