სამართლებრივი არგუმენტები კვლავაც არ ჩანს - გივი მიქანაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე
"ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები კვლავაც არ ჩანს", - ამ განცხადებით ეხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნას "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე.
მიქანაძე ამბობს, რომ ეუთო/ოდირს სამართლებრივი არგუმენტი არ წარუდგენია, თუ რატომ უნდა გაუქმდეს რუსული კანონი.
ეს არის მოწოდებებისა და ზოგადი ხასიათის შეფასებების დონეზე გაკეთებული განცხადებები და პოზიცია. სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოწოდება არის, რომ გაწვეულ იქნას კანონი, თუმცა რატომ - არ არის ამაზე საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ქართული კანონი არ ჰგავს აშშ-ისა და ავსტრალიის კანონს, რაც მართალია. ქართული კანონმდებლობა რაც მივიღეთ არის ბევრად უფრო ლიბერალური, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც აშშ-ში ფუნქციონირებს. მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ კანონი, რომლის მსგავსიც არაერთ სახელმწიფოში არსებობს და რომელიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ მთავარ პრინციპს - გამჭვირვალობას. ბუნებაში არ არსებობს გამჭვირვალობის წინააღმდეგ რაიმე არგუმენტურებული პოზიცია და ვერც იქნება,“ - ამბობს გივი მიქანაძე.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ოფისი ODIHR წერს.
ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.