ელისო ბოლქვაძე მოქალაქეს: ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა ეს მონობა. ასე, რომ ნუ იღლი თავს

31.05.24 13:17
 ელისო ბოლქვაძე მოქალაქეს: ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა ეს მონობა. ასე, რომ ნუ იღლი თავს

"ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა ეს მონობა", - ასე პასუხობს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც მის სტატუსზე კომენტარი დატოვა.

აბა თავდასხმა? მონა ხართ ქალბატონო ელისო ესაა და ეს," - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა ეს მონობა. ასე, რომ ნუ იღლი თავს,“ - საპასუხოდ წერს ელისო ბოლქვაძე.

"რატომ ჩამოდის აქ თუ ეს ქვეყნები ჩვენი მტერია?" - ამ კითხვას სვამს თამარ ჯინჭარაძე, ვინც  პარიზში ჩასულ ელისო ბოლქვაძეს "მონა" ეძახა. როგორც ჯინჭარაძე ამბობს, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატისგან უნდოდა გაეგო, რატომ მიდიოდა პარიზში, როცა ევროპულ ქვეყნებს მისი გუნდი ქვეყნის მტრებად აცხადებენ.

პარიზში ჩასულ ელისო ბოლქვაძეს "მონა" ეძახეს - ბოლქვაძე ის დეპუტატია, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. კრიტიკის საპასუხოდ "ოცნების" დეპუატატმა მოქალაქეს "იდიოტკა" დაუძახა და გალანძღა. მეტიც, ის პროტესტის მონაწილეებს პოლიციით დაემუქრა.