ვინ ესხმის თავს (ოპოზიციონერებს)? სად? - მაჭარაშვილი სისხლიან ანგარიშსწორებებს და მუქარას ვერ იხსენებს
ვინ ესხმის თავს (ოპოზიციონერებს)? სად? აბა, როდის და მითხარით სად? - ამ კითხვებს სვამს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილი ვერ იხსენებს როგორ უსწორდებოდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს და პოლიტიკოსებს სპეცრაზმელები.
რაც შეეხება მუქარის შემცველ ზარებს, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ განახლდა რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ, მაჭარაშვილი საუბრობს მხოლოდ იმ სატელეფონო ზარებზე, რომელიც „ოცნების“ წევრებთან შედის.
ჩვენს დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებს, ჟურნალისტებს რომ ურეკავდნენ 2 თვიდან დაწყებული დრემდე, ეს ახლა შსს-ს მიწოდებულია? მეც მოვუწოდებ გამოძიებას, რომ ინდივიდუალური თავდასხმები ჩვენზე, ინდივიდუალური ბულინგები და ა.შ. რომელიც არის ქუჩაში თუ სხვადასხვა მიმართულებით, აუცილებლად იქნება სამართლებრივი...“ - ამბობს მაჭარაშვილი.
სასრტიკი ანგარიშსწორება და მუქარის შემცველი ზარები:
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 1 მაისს სასტიკად სცემეს - ენმ-ს ლიდერს სახის არეში მძიმე დაზიანებები ეტყობა.
- დიმა ჩიქოვანს 5 პირი უსწორდებოდა უმოწყალოდ - რა ჩანს სათვალთავლო კამერის ჩანაწერებში (ვიდეო)
- როგორია ზონდერების მიერ ნაცემი გია ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია
- სიკვდილის ბრიგადები ხელშეუხებლები არიან - შსს არ ამბობს, თუ ვინ მოაწყო ქვეყანაში სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე
- რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ უცნობი პირები მუქარისა და გინების მიზნით. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გვიან ღამით მათთან უცნობი პირები რეკავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.