"მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება" - 112-ის გაფრთხილება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს და მათ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.
გაცნობებთ, რომ 31 მაისიდან 2 ივნისის დილამდე, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან რაიონებში კი ძალიან ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარი.