ძლიერი წვიმა და სეტყვა დასავლეთ საქართველოში
ძლიერი წვიმა და სეტყვა დასავლეთ საქართველოში - სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება.
Topnews.com.ge ავრცელებს ფოტოებს, რომელიც ასახავს სტიქიას თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან რაიონებში კი ძალიან ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარი.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს და მათ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.