პრეზიდენტს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო - კობახიძე

31.05.24 21:00
პრეზიდენტს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო - კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების მორალური უფლება არ ჰქონდა, რადგან, მან ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა.

„პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება, სადაც გომელაურმა პრეზიდენტი არ მიიწვია. ინფორმაცია "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.