შეშლილი, მოღალატე, უსამშობლო ტერორისტები - ვაშაძე "ოცნებას"
"შეშლილი, მოღალატე, უსამშობლო ტერორისტები" - ამ სიტყვებით მოიხსენიებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართველი ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მიუხედავად ეუთო/ოდირის დოკუმენტისა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ კონკრეტული დასაბუთებული არგუმენტები იყო მოყვანილი, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების აზრს არ ითვალისწინებს.
ამდენი ხანი იძახდნენ, რომ ყველა მუხლზე გვინდა შენიშვნაო. ეუთო/ოდირმა დაუწერა და დაუსაბუთა ყველა მუხლი, თუ რატომ არის რუსული კანონი რუსული, რუსულიდან გადმოწერილი და კოპირებული. არიან შეშლილი, მოღალატე, უსამშობლო ტერორისტები, რომელთაც ხელისუფლება ჰქვიათ, თუმცა რეალურად ხელისუფლებას არ წარმოადგენენ", - ამბობს ვაშაძე.
ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.