მაჭავარიანი ირწმუნება, რომ არ იცის, ვინ მიიტანა შტურმი ენმ-ს ოფისზე

01.06.24 15:29
მაჭავარიანი ირწმუნება, რომ არ იცის, ვინ მიიტანა შტურმი ენმ-ს ოფისზე

 „ქართული ოცნების“ წევრი, დიტო სამხარაძის მარჯვენა ხელი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, ვინ არიან ის ნიღბიანი ადამიანები, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე მიიტანეს შტურმი, თუმცა ამავდროულად ის ფლობს ინფორმაციას, რომ თავად ენმ-ს დაცვის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა იქ მისულ ბანდის წევრებს.

ნაციონალური მოძრაობის დაცვის წევრები ვნახე ბესიბოლის ბიტებით. იქ მოვისმინეთ ერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ იმასთან დაკავშირებით, ვინ იყვნენ ეს აალგაზრდები და რითი იყვნენ შეიარაღებულები", - აცხადებს მაჭავარიანი. 

მაჭავარიანი ირწმუნება, რომ დიტო სამხარაძეს არ აუღია პასუხისმგებლობა ბესიკის ბიზნეს ცენტრზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სადაც ბრიტანეთის სავიზო ცენტრია განთავსებული და იმ სკანდალური ფეისბუკ პოსტის შესახებ არაფერი იცის, არადა გუშინ დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს  იმ შენობის ცენტრალურ ოფისს, სადაც ბრიტანეთის საკონსულოს სავიზო ცენტრი, ტვ BMG,  პარტია "ახალი" და სხვა საერთაშორისო კომპანიების ოფისებია განთავსებული.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.

ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.