თავდასხმა ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე "ოცნების" სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია - სააკაშვილი

01.06.24 15:30
თავდასხმა ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე "ოცნების" სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე თავდასხმას ეხმაურება - სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარი ივანიშვილის გუნდის "სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია".

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს ყოფილა.

გუშინდელი თავდასხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე არის "ქართული ოცნების" სისუსტისა და აგონიის მანიშნებელი.

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ისეთი ძლიერია როგორც არასდროს". - წერს სააკაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.

ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.