"ხარება" "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის კითხვებს გაექცა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც მომიტინგეთა დარბევის და ცემის ბრძანებას გასცემს, გუშინ პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდა , თუმცა ის "შაბათის ეთერის" გამომძიებელ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილის კითხვებს გაექცა. არადა, "ხარებამ" თავად უთხრა "პირველების" ჟურნალისტს, რომ ინტერვიუს მხოლოდ მარიამ გაფრინდაშვილს მისცემდა.
"ხარებასთან" ერთად იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძეც, რომელიც ასევე დადანაშაულებულია აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში, თუმცა მან ამ ფაქტს სიცრუე უწოდა და ზვიად ხარაზიშვილთან ერთად გაუჩინარდა.
განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზურაბ ხარაზიშვილი "ტვ პირველმა" დედაქალაქის მთავარ გამზირზე რამდენიმე დღის წინ ჩაწერა.
მას შემდეგ რაც "პირველების" ჟურნალისტმა ხარაზიშვილს ჰკითხა დღესაც აპირებდა თუ არა რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციაზე ახალგაზრდების ცემას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა თქვა: "მე ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს, ცოტა ხანში განახებთ".
მეტიც, "ხარება" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს კამერების წინ დაემუქრა. მისი თქმით, ხაბეიშვილს უარესი ელის.