საქართველოს პრეზიდენტი წიგნის ფესტივალზე მივიდა

02.06.24 16:56
საქართველოს პრეზიდენტი წიგნის ფესტივალზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი წიგნის ფესტივალზე მივიდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ჯობავა ავრცელებს და ადგილიდან სალომე ზურაბიშვილის ფოტოს ქვეყნებს. 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამომცემლებმა და მწერლებმა "ოცნების" ხელისუფლებას ცენზურის დაწესების მცდელობის აღკვეთა მოსთხოვეს.

ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მოწყობილ დიდ სცენაზე ხელოვანები დემონსტრაციულად ავიდნენ და  საქართველო-ევროკავშირის დროშები გაშალეს.

მსგავსი სიახლეები