იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები, შემწყნარებლები არ ვიქნებით - შოლცი

03.06.24 10:25
იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები, შემწყნარებლები არ ვიქნებით - შოლცი

განმარტება გერმანიის კანცლერის კომენტარის გამო:

გუშინ, 3 ივნისს  გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა  გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კომენტარი გაავრცელა.

TVPIRVELI.GE -ს მიერ ვებ გვერდზე განთავსებულ ნიუსში, ეწერა, რომ ოლაფ შოლცი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებოდა. (პეტერ ფიშერს კანცლერის ციტატა X-ზე კონტექსტის გარეშე ჰქონდა გაზიარებული, რაც აჩენდა განცდას, რომ  ოლაფ შოლცი სწორედ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებოდა).

რეალურად, შოლცის ციტატა გერმანიაში 5 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხებოდა, პოლიტიკოსი გახშირებულ პოლიტიკური და სიძულვილის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს გმობდა. 

TVPIRVELI.GE -მ ინფორმაცია მალევე განაახლა და უზუსტობა ჩაასწორა. 

"ბოლო დროს იზრდება პოლიტიკური შუღლი და თავდასხმები. სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნეს გაგებული." - წერია X-ზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კომენტარში, რომელსაც  პეტერ ფიშერი ავრცელებს .

მსგავსი სიახლეები