ხელისუფლება გადასულია რეპრესიების რეჟიმზე... აამოქმედებენ ამ კანონის რეპრესიულ მუხლებს - ლილუაშვილი
"ხელისუფლება გადასულია რეპრესიების რეჟიმზე, ყველაფერზე წამსვლელები არიან იმისთვის, რომ გაიხანგრძლივონ ძალაუფლება," - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აკეთებს.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველანაირ რეპრესიას განახორციელებს.
ხელისუფლება გადასულია რეპრესიების რეჟიმზე, ამის ჩაფენა მან უკვე განახორციელა ფიზიკური ძალადობის წახალისებით და ორგანიზებით, ფსიქოლოგიური ტერორის ორგანიზებით და ბუნებრივია, ამ კანონის მუხლებს, რომელიც რეპრესიულია, აამოქმედებს, ამიტომ კი, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან იმისთვის, რომ გაიხანგრძლივონ ძალაუფლება,“ - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რეპრესიებით კახა კალაძეც ემუქრება.