ვინ მიიღო უკვე შეტყობინება აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ? - რა ინფორმაცია აქვს ხატია დეკანოიძეს

03.06.24 15:35
ვინ მიიღო უკვე შეტყობინება აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ? - რა ინფორმაცია აქვს ხატია დეკანოიძეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზები გაუუქმათ - ამ ინფორმაციას დეპუტატი ხატია დეკანოძე ავრცელებს.

დეპუტატის ცნობით, ვინ მოხვდა შავ სიაში ანუ ვინ დაასანქცირა შტატებმა, ამის შესახებ უფრო მეტს საზოგადოება მალე გაიგებს. დეპუტატის თქმით, სანქციები დაეკისრება იმ პირებსაც, ვინც ძალადობას აორგანიზებს და მასში მონაწილეობს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტულად თქვეს, რომ რუსული კანონის მოქმედებაში შესვლასთან დაკავშირებით, 84-ვე დეპუტატს მიუვა შეტყობინებები და ეს იქნება მოგზაურობის შეწყვეტაზე კონკრეტული სანქცია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი შეტყობინებები რამდენიმეს უკვე მიუვიდა, მალე მიუვა ძალიან ბევრს, მათ და მის ოჯახის წევრებს, რომ ვიზის შეწყვეტასა და გაუქმებაზე შეტყობინება მიუვიდეს აშშ-ის საელჩოებიდან და საკონსულოებიდან,“ - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები