პარტია „ევროპელი - დემოკრატები“ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდა

03.06.24 15:41
პარტია „ევროპელი  - დემოკრატები“ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ხელი მოაწერა  „ქართულ ქარტიას“.  როგორც პაატა დავითაიამ განაცხადა, პოლიტიკური პარტიების ერთობა და  კოორდინაცია  მნიშვნელოვანი არჩევნების წინ არის გადამწყვეტი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.  

ჩვენ ვუერთდებით „ქართულ ქარტიას“, რაც დავადასტურე ხელმოწერით.  ძალიან მნიშვნელოვანია  „ქართული ქარტიის“ ირგვლივ  შემუშავდეს გამარჯვების ფორმულა -   რეალურად დაიწყოს  კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის.    დადებითად ვაფასებთ ქარტიის მთავარ  პრინციპებს  -  ოპოზიციური პარტიების   ერთობას,  დემოკრატიული რეფორმების  გატარების აუცილებლობას  და  მთავარ  მიზანს   ქვეყანა დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე   - ნათქვამია პარტიის  პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები