არ ველოდები სანქციებს. თუ მაინც მოხდა, მე პირადად ჩავთვლი, რომ მისია შევასრულე ამ ქვეყანაზე - ზარქუა
"არ ველოდები სანქციებს, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნება ცხადი, რომ რაღაც იქ არ არის მთლად დემოკრატიული, პრობლემა აქვს და ასეთი უდიდესი სახელმწიფო ამ დონეზე არ მგონია დაეცეს," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აკეთებს და შესაძლო სანქცირებას ეხმაურება.
ზარქუა რუსული კანონის დამტკიცების გამო სანქცირებას არ ელის, თუმცა აქვე ამბობს, რომ "თუ მაინც მოხდა, მე პირადად ჩავთვლი, რომ მისია შევასრულე ამ ქვეყანაზე".
არ ველოდები სანქციებს იმიტომ, რომ შეუძლებელია ლეგიტიმური ხელისუფლებისა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც იცავს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის გამომხატველია ნების, რომ ამის გამო აშშ-მა დამასანქციროს, არ ველოდები, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნება ცხადი, რომ რაღაც იქ არ არის მთლად დემოკრატიული, პრობლემა აქვს და ასეთი უდიდესი სახელმწიფო ამ დონეზე არ მგონია დაეცეს. თუ მაინც მოხდა, მე პირადად ჩავთვლი, რომ მისია შევასრულე ამ ქვეყანაზე,“ - ამბობს ზარქუა.