ბოლოს შეიძლება ეს ქარტია გადააკეთონ პარტიად და ასე მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში - თალაკვაძე
"ბოლოს შეიძლება ეს ქარტია გადააკეთონ პარტიად, არც ეს არის გამორიცხული და ასე მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში" - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე აკეთებს.
თალაკვაძე პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიაზე" პროდასავლური პარტიების მხრიდან ხელმოწერას ეხმაურება და ოპონენტებს აკრიტიკებს.
მცდელობა, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა გახდეს ქარტიის ხელმომწერი, ლოგიკური, მოსალოდნელი იყო. თუ გაერთიანდებიან, გაგვიადვილებენ საქმეს, უფრო ადვილად დავარქმევთ იმ სახელს, რაც აქვთ - ეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, თუ ცალ-ცალკე გამოვლენ არჩევნებში, რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვართ,“ - ამბობს თალაკვაძე.