მთავრობა აღიარებს, რომ აშშ-ს დაფინანსება ჩვენი ჯარისთვის მიმდინარე წელს შეიძლება, შეჩერდეს - აქუბარდია
"მთავრობა აღიარებს, რომ აშშ-ს დაფინანსება ჩვენი ჯარისთვის მიმდინარე წელს შეიძლება შეჩერდეს ვარაუდის დონეზე, რათქმაუნდა რუსული კანონის მიღებიდან გამომდინარე," - ამის შესახებ თეონა აქუბარდია წერს.
როგორც დეპუტატი ამბობს, პრემიერის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში ვარაუდია გამოთქმული, რომ აშშ-ს დაფინანსება ჩვენი ჯარისთვის მიმდინარე წელს შეიძლება შეჩერდეს. თეონა აქუბარდია პრემიერის ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს.
პრემიერის დღეს შემოსულ 171 გვერდიან ანგარიშს ვეცნობი. თავდაცვის ნაწილში აშშ-სთან მთავრობა აღიარებს, რომ აშშ-ს დაფინანსება ჩვენი ჯარისთვის მიმდინარე წელს შეიძლება შეჩერდეს ვარაუდის დონეზე, რათქმაუნდა რუსული კანონის მიღებიდან გამომდინარე.
37-ე გვერდზე წერია, რომ 2023 წელს ჯარმა აშშ-სგან 72 მილიონი მიიღო ჯამში, ხოლო 2024 წელს სავარაუდოდ მიიღებს 55 მილიონსო. ეს თანხა რათქმაუნდა საქართველოსთვის დამტკიცებულია, მაგრამ ელოდებიან რომ გაჩერდება.
ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ანგარიშში ეწერა, რომ 2022წ 68 მილიონი ქონდა, ხოლო 2023 წელს რამდენი იყო არ ეწერა" - წერს აქუბარდია.