განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რუსულ კანონზე - ვანო ჩხიკვაძე ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ მოსმენაზე
"ხვალინდელი მოხსენების თემა არის დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და ჩემი ჩართვაც შეეხება ამას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რუსულ კანონზე", - ამის შესახებ ფონდი ღია საზოგადოების ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე საუბრობს.
ჩხიკვაძე ხვალ ჰელსინკის კომისიას მიმართავს, სადაც სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა.
ხვალინდელი მოხსენების თემა არის დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და ჩემი ჩართვაც შეეხება ამას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რუსულ კანონზე, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის აღსრულებამ საქართველოში და იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხდება, დაახლოებით, 5 თვით ადრე, ვიდრე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები,“ - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.