რაც არ უნდა ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ, რომ არ ნერვიულობენ, ისინი ძალიან ნერვიულობენ და ძალიან სანერვიულოა - გიგაური
"იქნება უმძაფრესი სანქციები, ეს იქნება როგორც სავიზო აკრძალვები, ასევე ფინანსური სანქციები, ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ, რომ არ ნერვიულობენ, ისინი ძალიან ნერვიულობენ და ძალიან სანერვიულოა" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური საუბრობს.
როგორც გიგაური ამბობს, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრის გამო სანქცირებულთა სიაში მოხვდებიან როგორც ის პირები, ვინც მხარს უჭერდა ამ კანონს და ასევე მათი ოჯახის წევრებიც.
იმ შემთხვევაში, თუკი ეს არ მოხდება, ისინი, მათი ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში საქართველოში, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობა დადგება - ეს იქნება უმძაფრესი სანქციები, ეს იქნება როგორც სავიზო აკრძალვები, ასევე ფინანსური სანქციები, ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ, რომ არ ნერვიულობენ, ისინი ძალიან ნერვიულობენ და ძალიან სანერვიულოა,“ - ამბობს ეკა გიგაური.