გომელაურის "მილიცია" მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ - ენმ

03.06.24 17:28
გომელაურის "მილიცია" მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ - ენმ

„მე-3 დღეა და ერთი პირიც არ არის დაკავებული, როცა თავად "ოცნება" ადასტურებს, რომ მათი ორგანიზებით ხდება ოფისებზე თავდასხმა. ამის პარალელურად, გომელაურის "მილიცია" მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ," - ამ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობა ეხმაურება პარტიის ოფისში ვანდალური შევარდნიდან მესამე დღეს სამართალდამცავების გამოჩენას. პარტიაში ამბობენ, რომ სამართალდამცავები ცდილობდნენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას - "თითქოს გამოძიებას ატარებენ".

100-მდე შეიარაღებული, ნიღბიანი ბანდიტი, ტიტუშკა ივანიშვილის დავალებით თავს დაესხა ენმ - ს ცენტრალურ ოფისს, რა დროსაც პარტიის თავმჯდომარე თანამშრომლებთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 100 მდე ბანდიტი ცდილობდა ოფისში შეჭრას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მე-3 დღეა და ერთი პირიც არ არის დაკავებული, როცა თავად "ოცნება" ადასტურებს, რომ მათი ორგანიზებით ხდება ოფისებზე თავდასხმა. ამის პარალელურად, გომელაურის "მილიცია" მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ. შეგახსენებთ, ექსპერტებმა ყველა ნივთი - შუბი, რკინის ხელკეტები და ა.შ. ამოიღეს და წაიღეს. გამოძიება დაიწყეს მინის დაზიანებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ბანდიტიზმის, 224-ე მუხლით აღეძრათ საქმე. 
შეგიძლიათ იხილოთ როგორ გამოიყურება ივანიშვილის მსახური, გომელაურის მოგზავნილი "მილიცია", რომელიც პოლიციის სახელით ცდილობს ოფისში შემოჭრას. საკადრისი პასუხი მიიღეს და მოუწიათ შენობის დატოვება. შეგახსენებთ, რომ ეს 100 - მდე ბანდიტი ენმ - ს ოფისთან მოაცილა და შემდეგ გააცილა საპატრულო პოლიციად წოდებულებმა, ციმციმებიანი ავტომობილით,“ - განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები