თავდასხმების სერიებზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ დიტო სამხარაძე საჯაროდ არ ჩნდება - რა ახსნა აქვთ "ოცნებაში"
მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ თავდასხმების სერიებზე პასუხისმგებლობა დიტო სამხარაძემ აიღო, "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი მას ემიჯნება, ნაწილი კი მას "პატრიოტად" მოიხსენიებს.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ორმაგი სტანდარტი არ უნდა არსებობდეს და ძალადობა უნდა დაიგმოს.
ძალადობასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი, არადემოკრატიული და არასამართლიანი. თუ ძალადობას გმობთ, უნდა დაგმოთ ყველა შემთხვევაში. ძალადობა არის ერთნაირად მიუღებელი ყველგან,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
რაც შეეხება ირაკლი ზარქუას, დეპუტატი ამტკიცებს, რომ დიტო სამხარაძე გუნდს არ "გადაუმალავს" და პარტიის თავმჯდომარესთან ერთად გუშინ ღონისძიებაზე არ გამოჩენა სულ სხვა საკითხს უკავშირდება.
დიმიტრი სამხარაძე არის პატრიოტი კაცი, რომელიც ქართული ინტერესების დამცველია. თავის საქმეები აქვს და შეიძლება იქ არ იყო, სხვა რეგიონში, მაგრამ არ ვიცი გრაფიკი. მაგრამ გადასამალი ლიდერები ჩვენ არ გვყავს, გადასამალი ლიდერები ჰყავს ნაცმოძრაობას,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ბესიკის ბიზნეს ცენტრზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სადაც ბრიტანეთის სავიზო ცენტრია განთავსებული პასუხისმგებლობა "ოცნების" დეპუტატმა აიღო. დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს იმ შენობის ცენტრალურ ოფისს, სადაც ბრიტანეთის საკონსულოს სავიზო ცენტრი, ტვ BMG, პარტია "ახალი" და სხვა საერთაშორისო კომპანიების ოფისებია განთავსებული.