"მცირედი, ოღონდ მთელი გულით", "ზღაპრის ბოლო კეთილია" - რა მხარდამჭერი შეტყობინებები მიიღეს აქცია-კონცერტის შემდეგ შემომწირველებისგან

03.06.24 17:57
"მცირედი, ოღონდ მთელი გულით", "ზღაპრის ბოლო კეთილია" - რა მხარდამჭერი შეტყობინებები მიიღეს აქცია-კონცერტის შემდეგ შემომწირველებისგან

სოლიდარობის უპრეცენტო აქტი - გუშინდელი აქცია-კონცერტის შედეგად შეგროვებულმა თანხამ 348 000 ლარს მიაღწია. ინფორმაციას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ავრცელებს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ამ ინფორმაციას თან ურთავს იმ მხარდამჭერ შეტყობინებებს, რასაც მოქალაქეები წერდნენ გადარიცხვის დროს "დანიშნულების ველში".

"მცირედი, ოღონდ მთელი გულით"; "ქვაფენილის ქვეშ ყვავილებია"; "ჩემი ბოლო კაპიკები, ბოდიში ასე ცოტა რომაა"; "ზღაპრის ბოლო კეთილია"; "თავისუფლება რუსებთან მებრძოლებს" - ეს და კიდევ არაერთი სეტყობინება დაფიქსირდა გადარიცხვების დროს.

როგორც უკვე იცით, გუშინდელი კონცერტის მიმდინარეობისას, 3 ივნისის 14 საათის მონაცემებით, 348 000 ლარი შეგროვდა. 
🫶შემოწირულობებთან ერთად,  დანიშნულების ველში მითითებული მხარდამჭერი შეტყობინებებიც მივიღეთ, რომელთა ნაწილსაც სიამოვნებით გიზიარებთ. 
👇შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: 
TBC ბანკი: 
GEL: #GE41TB7249036080100001
USD/EUR: #GE85TB7249036180100001
საქართველოს ბანკი: 
GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311
მიმღები: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
დანიშნულება: Donation
PayPal: [email protected]
📸ქარდების ფოტოები: ლევან ონიანი / საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

მსგავსი სიახლეები