ერთობა შედგა - პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ხელი 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა
ერთობა, რისიც ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინოდა, შედგა. გადამწყვეტ არჩევნებზე ოლიგარქის რეჟიმს ერთიანი ოპოზიცია დაუპირისპირდება. პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" 20-მდე პარტიის ხელმოწერა აქვს. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია. "ქართული ქარტია" ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე პარტიები თამაშის ერთიან წესზე თანხმდებიან.
რა იცვლება ამით ქვეყნისთვის? საქართველოში სრულიად ახალი პოლიტიკური ეტაპი იწყება. პრეზიდენტი და მასთან ერთად ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკური ძალები ხალხის წინაშე იღებენ პასუხისმგებლობას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი კაცის ხელში აღარ იქნება. გაუქმდება ქვეყნისთვის დამაზიანებელიკანონები და ცხადია, პირველ რიგში, ეს რუსულ კანონს შეეხება. სასამართლო კლანური მმართველობისგან გათავისუფლდება და დაიწყება საარჩევნო სისტემის რეფორმა.
ვრრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.