რუსული სტილით რეპრესიები დაანონსებულია - "ოცნება" წინასაარჩევნოდ ველის გასუფთავებას გეგმავს

03.06.24 20:22
რუსული სტილით რეპრესიები დაანონსებულია - "ოცნება" წინასაარჩევნოდ ველის გასუფთავებას გეგმავს

 

 

რეპრესიები რუსული სტილით დაანონსებულია. კანონის ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში "ოცნებამ" თავად აღიარა, რატომ სჭირდებოდა პუტინისტური კანონი.   ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სამოქალაქო სექტორის გაჩუმებას და გაქრობას გეგმავს იმისთვის, რომ ვერცერთი გავლენიანი ორგანიზაცია ვერ დააკვირდეს "ოცნების" მიერ არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების პროცესს. 

რეპრესიები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ  პაპუაშვილმა დაანონსა, შემდეგ კი უფრო მეტი კალაძემ თქვა. ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი სურვილით აგენტების რეესტრში არ დარეგისტრიდება,  ჯერ დააჯარიმებენ, შემდეგ დააყადაღებენ და ბოლოს - გააუქმებენ. პროცესების ასეთი განვითარება, სავარაუდოდ, სექტემბერში არის მოსალოდნელი ანუ გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. ოლიგარქის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ცდილობს და წინასაარჩევნოდ ველს ასუფთავებს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები