"ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გამო რუსეთის დუმიდან კვლავ აქებენ
რუსი პოლიტიკოსების ქება გრძელდება - ამჯერად "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის დამტკიცებისთვის რუსეთის დუმის დეპუტატი, არტემ ტუროვი აქებს.
დუმის თავმჯდომარის მოადგილე ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაცვას ულოცავს და აცხადებს, რომ "მიუხედავად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დიდი ზეწოლისა", მმართველმა პარტიამ არჩევანი უკვე გააკეთა.
"ქართველმა პარლამენტარებმა გააკეთეს არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მუქარისა" - დასძენს ტუროვი.
საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა მასზე გავლენა არ მოახდინოს გარე ძალებმა, რათა ის განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებს სურთ. ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არის სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ ამ პოზიციის დაცვა და შემდგომი არჩევანის გაკეთება.“ - განაცხადა ტუროვმა.