ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში - პრეზიდენტი ათონელის სასახლეში მიღებისთვის ემზადება

03.06.24 20:03
ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში - პრეზიდენტი ათონელის სასახლეში მიღებისთვის ემზადება

 

 

ახალი რეალობა  ქართულ პოლიტიკაში - ქვეყანა კოალიციურ მმართველობასთან ისე ახლოს დგას, როგორც არასდროს. ამის შანსი პოლიტიკოსებს საქართველოს პრეზიდენტმა მისცა. სალომე ზურაბიშვილმა თითქმის ყველა პროდასავლური პარტია ერთი იდეის გარშემო გააერთიანა. ქართველ ამომრჩეველს კი მისცა გარანტია, რომ ერთი კაცის მიერ ქვეყნის მართვა წარსულს ჩაბარდება.   

მთელი დღე პრეზიდენტის სასახლე პოლიტიკური მოვლენების ცენტრია. ამ წუთებში კი სალომე ზურაბიშვილი შემაჯამებელი მიღებისთვის ემზადება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პოლიტიკოსები იკრიბებიან, ისინი, ვინც იღებენ პასუხისმგებლობას, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ოლიგარქის  რეჟიმს ძალაუფლება უნდა ჩამოართვან.

ცოტა ხანში საზოგადოებას  სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები