ვინ აწერს ხელს პრეზიდენტის ქართულ ქარტიას? - ზურაბიშვილი საბოლოო სიას აქვეყნებს

03.06.24 19:47
ვინ აწერს ხელს პრეზიდენტის ქართულ ქარტიას? - ზურაბიშვილი საბოლოო სიას აქვეყნებს

17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ქარტიაზე ხელმომწერთა სია გამოაქვეყნა. ხელმოწერები დღეს დასრულდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა:

  1. საქართველოს მწვანეთა პარტია - გია გაჩეჩილაძე 
  2. სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია 
  3. დროა - ელენე ხოშტარია
  4. გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძე 
  5. ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია
  6. კანონი და სამართალი - თაკო ჩარკვიანი 
  7. ლელო საქართველოსთვის - მამუკა ხაზარაძე 
  8. ახალი - ნიკა მელია 
  9. მოქალაქეები - ქეთევან თურაზაშვილი 
  10. ანა დოლიძე ხალხისთვის - კახაბერ დვალიშვილი 
  11. თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - ირაკლი ჯამბურია  
  12. სტრატეგია აღმაშენებელი - პაატა მანჯგალაძე
  13. ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია 
  14. რესპუბლიკური პარტია - დავით ბერძენიშვილი  
  15. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თინა ბოკუჩავა  
  16. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე
  17. ეროვნულ - დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა

დამოუკიდებელი დეპუტატები: 

  1. ნატო ჩხეიძე
  2. როსტომ ჩხეიძე
  3. თამარ კორძაია
  4. ხატია დეკანოიძე
  5. არმაზ ახვლედიანი

მსგავსი სიახლეები