პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციასთან - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა

03.06.24 20:56
პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციასთან - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა

ამ წუთებში ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხვდება - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ეს არის ევროპული გზის გადარჩენის არჩევანი" - აცხადებს ზურაბიშვილი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს მიმართავს, რომ დროა ერთი იდეის, საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო გაერთიანდნენ.

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ "ქართული ქარტია" საზოგადოებისთვის დიდ იმედს და გამოსავალს წარმოადგენს, ამიტომ პრეზიდენტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დოკუმენტში გაწერილი თითოეული მუხლი ზედმიწევნით შესრულდება.

ნათელი არჩევანი დგას. ეს არის ევროპული გზის გადარჩენის არჩევანი. მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი ზოგჯერ, მაგრამ ეს ვერ იქნება პარტიების ცალკეულად გამარჯვების არჩევნები. ეს არ ნიშნავს, რომ ერთიანობა იყოს აუცილებელი. ეს თქვენი საქმე არის, მე ვთქვი ერთხელ, ვიმეორებ რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმეა. მე ერთადერთი გთავაზობთ ამ ერთობის ფორმულას. ამ ვალდებულებების ირგვლივ და მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ. მე ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, რომლისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას. ისინი ამ დოკუმენტში ხედავენ გამოსავალს, რჩევას და გზას", - ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები