არჩევნებზე არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს, ეს არის გამარჯვების ფორმულა - ბადრი ჯაფარიძე
"ქართული ქარტიის" გარშემო ოპოზიციის გაერთიანების შემდეგ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა უნდა იყოს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნების მიტაცება ვერ მოახერხოს. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა.
შემდგომი ნაბიჯები იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ აქტიურობა არჩევნებზე არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს მიიტაცოს არჩევნები თუკი იქნება აქტივობა მაღალი. და ამაზე იყო სწორედ საუბარი, რომ ახალგაზრდების აფქტორი არის გადამწყვეტი, რომ ყველა ახალგაზრდამ გაითავისოს, რომ მისი მომავალი მის ხელშია და ჩვენ ვნახეთ, რომ ახალგაზრდებს ძალიან კარგად ესმით ეს. ეს არის თავისუფალი თაობა, რომელიც თავისუფლებას არ დათმობს. ყველას ამოცანა უნდა იყოს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, რომ არ ადარჩეს სახლში არავინ 26 ოქტომბერს, ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს არის ჩენი ქვეყნის გამარჯვების ფორმულა, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძე ირწმუნება, რომ ერთიანი სიის აუცილებლობა არ არსებოს და გამარჯვების ფორმულა მხოლოდ იმაშია, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს.
ფორმულა წარმატების არის მარტივი - არ უნდა დაიკარგოს არცერთი ხმა. არ უნდა არჩეს არცერთი პარტია 5%-იანი ზღვრის მიღმა, რისი იმედიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ეს იმედი არ უნდა აუსრულდეს „ქართულ ოცნებას“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პოტენციურ პარტნიორებთან ანუ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს "ლელო" აწარმოებს, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი მისი თქმით, კონტრპროუქტიული იქნება.
პოტენციურ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი. მე მინდა ხაზი გავუსვა, წინასწარ საუბარი თუ როგორი კონფიგურაციით სევალთ, როგორი იქნება შეთანხმება ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტნიორთან, მე მგონია, რომ არის არასწორი, იმიტომ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც როცა დასრულდება, მერე უნდა გააცნო საზოგადოებას, - ამბობს "ლელოს" ლიდერი.