პრეზიდენტის "ქარტია" ის გზამკვლევია, რომელიც ქვეყანას ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნის შანსს დაუბრუნებს - ელენე ხოშტარია

03.06.24 22:19
პრეზიდენტის "ქარტია" ის გზამკვლევია, რომელიც ქვეყანას ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნის შანსს დაუბრუნებს - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული "ქართული ქარტია"მოუტანს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი, პრაქტიკულად, გზამკვლევია,რომელიც საქართველოს ევროპასთან მოლაპარაკებების შანსს დაუბრუნებს. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. 

პრეზიდენტმა, მათ შორის, მთელი მსოფლიოს საჩვენებლად შექმნა ის გზამკვლევი, ის რუკა, ის გეგმა თუ როგორ, კონკრეტულად რა ნაბიჯებით აღვადგენთ, მოვაბრუნებთ ევროპასთან მოლაპარაკებებს. ერთის მხრივ, ჩვენი პარტნიორები ხედავენ რუსულ ოცნებას, რუსულ კანონს, მეორეს მხრივ, ისინი დაინახავენ ალტერნატივას, რომელიც სთავაზობს კონკრეტულად 9 პუნქტის ძალიან დეტალურ სერიოზულ გეგმას წინასწარ აღებული პასუხისმგებლობით, - ამბობს ელენე ხოშტარია. 

ერთობა შედგა - გადამწყვეტ არჩევნებზე ოლიგარქის რეჟიმს ერთიანი ოპოზიცია დაუპირისპირდება. პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" 20-მდე პარტიის ხელმოწერა აქვს. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია. 

მსგავსი სიახლეები