ის, რაც ახლა მიმდინარეობს, არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა - პრეზიდენტი

03.06.24 22:33
ის, რაც ახლა მიმდინარეობს, არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა - პრეზიდენტი

შეეცდება თუ არა "ქართული ოცნება" საპენსიო ფონდის ხელში ჩაგდებას - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდი "მავნებლურ კანონს" ამზადებს.

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ სამომავლო კანონპროექტით მმართველი პარტია შეეცდება, საპენსიო ფონდს სრულად დაეუფლოს და ბერკეტები საკუთარ ხელში მოაქციოს.

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა", - ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები