უკრაინის მშვიდობის სამიტს კამალა ჰარისი და ჯეიკ სალივანი დაესწრებიან

04.06.24 10:28
უკრაინის მშვიდობის სამიტს კამალა ჰარისი და ჯეიკ სალივანი დაესწრებიან

15 ივნისს, უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი დაესწრებიან.

ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა, კირსტენ ალენმა განაცხადა, რომ ჰარისი გაემგზავრება შვეიცარიაში, რათა ხაზი გაუსვას ვაშინგტონის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს წესდების პრინციპებზე.

ჰარისი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ.

მსგავსი სიახლეები