კობახიძეს ვეტყოდი, რომ ამერიკელები არ ხუმრობენ, სანქციები იქნება ძალიან მძიმე - კორძაია
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ირაკლი კობახიძეს აფრთხილებს, რომ სანქციები შტატებისგან ძალიან სერიზული და მძიმე იქნება, როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის
მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონპროექტი წარდგენილია ორივე პარტიის მიერ, ჩავთვალოთ, რომ ის თითქმის გასული და მიღებულია. მე, ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი, რომ ამერიკელები არ ხუმრობენ. ეს სანქციები იქნება ძალიან სერიოზული და მძიმე სახელმწიფოსთვის, მძიმე იქნება თითოეული მოქალაქისთვის", - ამბობს თამარ კორძაია.
მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ჰელსინკის კომისიაში სიტყვით რამდენიმე კონგრესმენი გამოვა. მომხსენებლებს შორის იქნებიან საქართველოს ყოფილი ელჩი საქართველოში ნატალია საბანაძე, ასევე ვანო ჩხიკვაძე და უილიამ კორტნი.