ივანიშვილს უნდა, ჩვენს შვილებს ევროპული მომავალი მოპაროს - თინა ბოკუჩავა
ივანიშვილს უნდა, ჩვენს შვილებს ევროპული მომავალი მოპაროს, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ქართლ ოცნებას" აღარაფერი ქართული და ეროვნული აღარ შემორჩა და ის უკვე ღიად პრორუსული ხელისუფლებაა.
არაფერი ქართული, ევროპული, ეროვნული აღარ არის ივანიშვილის ხელისუფლებაში. ეს არის ღიად და დაუფარავად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს და ქართველ ხალხს და ცდილობს, რომ ჩვენს შვილებს მოპაროს ევროპული მომავალი, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას, "ქართულ ქარტიას" გუშინ ხელი პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია.