ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს, ამას არ დავუშვებთ - ხატია დეკანოიძე

04.06.24 11:40
ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს, ამას არ დავუშვებთ - ხატია დეკანოიძე

 ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს, ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტთან მიღების შემდეგ ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, შესაძლოა, ოპოზიციას კონკრეტულ საკითხებში საერთო პოზიცია არ გააჩნეს, თუმცა ის, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე უნდა იდგას, ყველასთვის ერთმნიშვნელოვანია. 

„ქართული ოცნება“ არის პრორუსი ბიძინა ივანიშვილის გავლენების გამტარებელი. ამიტომ, საერთოდ, რა უნდოდათ აქ „ქართულ ოცნებას“? ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი, ჩააბაროს ქვეყანა რუსეთს, ამიტომ ჩვენ ყველა ამას არ ადვუშვებთ. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ერთმანეთი, არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ განსხვავებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ახლა, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას, "ქართულ ქარტიას" გუშინ ხელი   პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ერთიანი სიის გარეშე ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური რეცეპტია. 

მსგავსი სიახლეები