უნდა იყოს თუ არა ერთიანი საარჩევნო სია? - რას ფიქრობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები
უნდა იყოს თუ არა ერთიანი საარჩევნო სია? - ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი კონფიგურაცია წამგებიანი იქნება. "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა გავიტარების გზაზე სწორედ იმ მიზეზით ვერ დადგა, რომ არჩევანი მხოლოდ ორ პოლუსს შორის იყო. მისი თქმით, "ლელოს" ამოცანაა იმ ამომრჩევლის მობილიზაცია, რომელიც არცერთ ცენტრს არ ეკუთვნის.
თქვენ იცით, რომ „ლელოს“ მთავარი მისიაა, იმ ამომრჩევლის მობილიზაცია, რომელიც არ ეკუთვნის არცერთ ცენტრს. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ბოლო 20 წლის პოლიტიკამ ჩვენ დაგვანახა, რომ ქვეყანა ვერ დადგა სერიოზული გავითარების გზაზე. ეს იმიტომ, რომ არჩევანი არის ძალიან მწირი ორ პოლუსს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ გამსხვილებას, გავაგრძელებთ ზრდას, რაც ყველა კვლევაშია ასახული. შესაბამისად, იქნება რამდენიმე ოპოზიციური პარტია ოპოზიციურ ფრონტზე, ასევე ევროპული ტიპის პარტიები, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ამავე აზრს იზიარებს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია. ოპოზიციონერი ლიერი ამბობს, რომ ერთიანი საარჩევნო სია ახლა ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს.
ივანიშვილი ინატრებდა, რომ ოპოზიცია ერთიანი სიის ქვეშ მოქცეულიყო. ბევრი მიზეზის გამო მას პოზიციები გაუძლიერდებოდა. არ მიმაჩნია სწორი, ვიასპარეზოთ ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ იმ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ვისზეც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ არასროს მივცემ ხმას და ასეთი რიცხობრივად არის გაცილებით მეტი, ვიდრე „ქართული ოცნება“. ამიტომ, ენმ უნდა იყოს ცალკე პოლიიტიკურ პლატფორმაზე ვისთანაც უნდა იმასთან და დანარჩენები დაჯგუფდებიან სხვადასხვა პლატფორმებზე ისე, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ, - ამბობს ნიკა მელია.
ერთიან სიაზე საუბარს უპასუხისმგებლოს უწოდებს "ევროპული საქართელოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია. მისი თქმით, ამომრჩეველს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.
ნებისმიერი საუბარი ერთიან სიაზე არის უპასუხისმგებლობა მრავალი არგუმენტის გამო. მთავარი არგუმენტი არის, რომ ჩვენ მოქალაქეები მძევლებად არ უნდა ჩავაყენოთ ჩვენი არჩევანების და თავისუფალი არჩევანი უნდა დავუტოვოთ, იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა ხედვა და ენდობიან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, - ამბობს გიგა ბოკერია.
განსხვავებული აზრი აქვს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ერთიანი ფრონტის შეტევა გამარჯვების საუკეთესო ფორმულაა.
მე ჯერჯერობით მაინც ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ერთიანი ფრონტის შეტევა მგონია, რომ არის გამარჯვების საუკეთესო ფორმულა, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.