თავდასხმა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე - ენმ-ს ოფისში ევროკავშირის ელჩები მივიდნენ
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ევროკაშირის ელჩები მივიდინენ. დიპლომატები კრმინალური ბანდის მიერ დარბეულ ოფისს ახლა საკუთარი თვალით ათვალიერებენ და შეხვდერას პარტიის თავმჯდომარესთან მართავენ. ლევან ხაბეიშვილმა მათ თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ენმ-ს ლიდერები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ იცოდეს, რა პირობებში უწევთ წინასაარჩევნოდ მუშაობა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მუხლი, რომლითაც შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ყველაზე რბილია, რადგან ეს არა მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანება, არამედ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე ჯგუფური თავდასხმაა.
რკინის ე.წ. მანტიროვკებით, ქვებით და ხელკეტებით შეირაღებული დაჯგუფება ოპიზიციური პარტიის ოფისს თავს რამდენიმე დღის წინ დაესხა. კადრებში ჩანს ყველა, მაგრამ გომელაურის უწყება ვერცერთ მოძალედეს ვერ ხედავს. პოლიცია ვერ ეხება ვერც იმ ბანდას, რომელიც ოლიგარქის პარტიის დავალებით ქუჩა-ქუჩა დასდევს და ძალადობს ყველაზე, ვინც "ოცნების" რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.