გერმანიის ელჩი სპეკულაციებს არ იშლის - კობახიძე
საქართველოს პრემიერი გერმანიის ელჩს სპეკულაციებში და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმე გერმანიის კანცლერის განცხადებას ეხება, რომელიც გერმანიის ელჩმა გაასაჯაროა.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ფიშერი "არსერიოზულ" განცხადებებს აკეთებს.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის ჩართული იყო თავის დროზე „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ ერთად წასული, სადაც ერთობლივად მონაწილებდნენ კონკრეტულ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს არის გერმანული სახელმწიფოს პრობლემა, როდესაც მისი წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, როცა ელჩი არასწორად იქცევა, მისი გაკრიტიკება არის ჩვენი ვალდებულება მათ შორის გერმანული სახელმწიფოს წინაშე, - აბობს კობახიძე.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება. მის განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.
შოლცი პირდაპირ ამბობს, რომ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ არ ვართ შემწყნარებლობა არ იქნება.