"შოლცის ციტატა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი" - პაპუაშვილი გერმანიის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

04.06.24 13:48
"შოლცის ციტატა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი" - პაპუაშვილი გერმანიის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს გერმანიის კანცლერის ტექსტის დამახინჯებაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ფიშერმა შოლცის ტექსტი კონტექსტიდან მანიპულაციურად ამოგლიჯა და დეზინფორმაცია გაავრცელა.

სამწუხაროდ, კანცლერის ეს ციტატა ელჩის მხრიდან გავრცელდა მანიპულაციურად, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო და არ იყო ნახსენები კონტექსტი. ამასთან, ვფიქრობ, რომ საელჩო აუცილებლად დაინახავდა, რომ ეს მანიპულაციური ციტატა შემდეგ უკვე დეზინფორმაციულად გადაკეთდა ოპოზიციური მედიის მხრიდან და ფაქტობრივად, შექმნეს თემა იმისგან, რაც არ არსებობდა. ამაზე ნული რეაგირება აქვს გერმანიის საელჩოს. როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, ამის დახურულ კარს მიღმა და ყურში ჩურჩულით უარყოფა არ არის საკმარისი, თუკი ეს დეზინფორმაცია გავრცელდა და მისი წყარო იყო გერმანიის ელჩის პოსტი, მნიშვნელოვანია, საჯაროდვე მოხდეს ამის დაფიქსირება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება. მის განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.

შოლცი პირდაპირ ამბობს, რომ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა არ იქნება.

 

მსგავსი სიახლეები