იაფფასიანი პოლიტიკური დემარში - ვოლსკი გერმანიის ელჩზე
იაფფასიანი პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი პიტერ ფიშერის მიერ გავრცელებულ განცხადებას. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩმა დეზინფორმაცია გაავრცელა.
ნამდვილად არ მოველოდი ასეთ იაფფასიან პოლიტიკურ დემარშს. მოულოდნელი იყო ასეთი იაფფასიანი სვლა და რასაკვირველია, ამან შეცდომაში შეიყვანა თუ განგებ დააყენა იმ განწყობაზე, რომ მორიგი დეზინფორმაცია გამოეშვა, ამ პოლიტიკურ ფეიკ ნიუსს ჰქონდა ადგილი, რაც დასანანია, მითუმეტეს, თუ ეს გერმანიის საელჩოდან მოდის, - ამბობს ვოლსკი.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება. მის განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.
შოლცი პირდაპირ ამბობს, რომ სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა არ იქნება.