"პარტნიორები უკიდურესად შეშფოთებულები არიან" - ენმ-ს ოფისში EU-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

04.06.24 14:20
"პარტნიორები უკიდურესად შეშფოთებულები არიან" - ენმ-ს ოფისში EU-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

ენმ-ს ოფისში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. ოფისზე თავდასხმის შესახებ მათ პარტიის ლიდერებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ევროკავშირის ელჩებმა ასევე ნახეს ის ვიდეომასალა, სადაც თავდასხმის ფაქტია ასახული და დამნშავეებიც ჩანან. 

ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დასავლელმა პარტნიორებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს. 

ნახეს უშუალოდ ენმ-ს ოფისი, რომელიც გახდა ბანდიტური დაჯგუფების თავდასხმის სამიზნე. ეს იწვევს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რაც გახა სწორედ საფუძველი იმის, რომ ამგვარი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფონზე საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებსუწევთ საუბარი სანქციებზე, ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც უნდა დაწესდეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას, - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

რკინის ე.წ. მანტიროვკებით,  ქვებით და ხელკეტებით შეირაღებული დაჯგუფება ოპიზიციური პარტიის ოფისს თავს რამდენიმე დღის წინ დაესხა. კადრებში ჩანს ყველა, მაგრამ გომელაურის უწყება ვერცერთ მოძალედეს ვერ ხედავს.  პოლიცია ვერ ეხება ვერც იმ ბანდას, რომელიც ოლიგარქის პარტიის დავალებით ქუჩა-ქუჩა დასდევს და ძალადობს ყველაზე, ვინც "ოცნების" რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს. 

მსგავსი სიახლეები