კონგრესი იწყებს მსჯელობას, შტატების მხრიდან "ოცნების" წევრებზე კონკრეტული პასუხისმგებლობა იქნება დაკისრებული - კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კონგრესი დღეს იწყებს მსჯელობას და შტატების მხრიდან "ოცნების" წევრებზე კონკრეტული პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება დაკისრებული.
კუპრაძის თქმით, სანქციების მოცემულობა უკვე იმდენად გარდაუვალი და რეალურია, რომ "ოცნება" თავის ამომრჩეველს ვეღარ მოატყუებს.
მათ აქვთ შეცვლილი რიტორიკა გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ თუ ისინი ცდილობდნენ, საკუთარი მხარადმჭერები დაერწმუნებინათ, რომ სანქციები არ იქნებოდა, ახლა იძულებულები არიან, მიიღონ მოცემულობა, აღიარონ, რომ სანქციები იქნება გარდაუვალი. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს მომავალში. კონგრესი იწყებს მსჯელობას და დღევანდელი პოლიტიკური განცხადებებიც იქნება ცალსახა დადასტურება მარტივი ფორმულირებისა, რომ მეგობრების მხრიდან იქნება კონკრეტული პასუხისმგებლობა დაკისრებული "ოცნების" წევრებზე. მათ სინამდვილეში ანაღვლებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუტარი კეთილდღეობა და ფინანსური უზრუნველყოფა", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
მძიმე დღე საქართველოს ხელისუფლებისთვის - დღეს ვაშინგტონში ხალხის დახმარების და ხელისუფლების სანქციების ახალი პაკეტის, ჯო უილსონის "მეგობარი აქტის" განხილვა იწყება. კონგრესი საქართველოს შესაბ მსჯელობა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და უფრო მეტი, ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ასევე, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.
"გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს" - აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი.