თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - ვინ არიან პოლიციელები, ვინც, თავდამსხმელებს ტერიტორიის დატოვებაში ეხმარებოდნენ?
გომელაურის უწყება კრიმინალური ბანდის მფარველობაშია მხილებული - იდენტიფიცირებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მისი ერთ-ერთი წევრი, რომელმაც "ნაცმოძრაობაზე" თავდასხმის შემდეგ ძალადობრივი რაზმები ტერიტორიიდან გააცილა.
"პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი პატრულ-ინსპექტორი ლევან წიკლაურია და სავარაუდოდ, სწორედ ის ადევნებდა თვალს მთელი ამ დარბევის პროცესს და სავარაუდოდ, სწორედ ის დაეხმარა ბანდ-ფორმიანებს ადგილიდან გასვლაში.
თავად წიკლაური "პირველებთან" არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ პირველი ივნისის ღამეს აეროპორტის გზატკეცილზე არ პატრულირებდა, შსს სამინისტროს პრესსამსახურთან გვამისამართებს და კითხვებს ირიდებს.
თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ შსს-ს პრესსამსახურს მიმართოთ და გაგცემენ პასუხობს - ამბობს წიკლაური.
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გომელაურის უწყება ბანდიტებს მფარველობს და შესაბამისად, არც ობიექტური გამოძების იმედი აქვს.
ჩვენი პარტიიდან 20-30 მეტრში ჰყავდათ ავტომობილები 100-მდე ბანდის. წავიდნენ და კადრებში კარგად ჩანს, ავტომობილებით კოლონებტ რომ გადიან აქედან, პატრული აქ დგას, კადრებში ჩანს ციმციმებიანი საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც აცილებს ბოლო მანქანას და მხოლოდ ამის შემდეგ ტრიალდება და საპირისპირო მოძრაობით მოდის ჩვენი ოფისისკენ. და როცა დამირეკა საპატრულო პოლიციელმა, აბა ბატონო ლევან, რა ხდება თქვენთანო, მე მაშინვე ვუთხარი, გიყურებ ახლა, ეგ ხალხი რომ გააცილე აქით კი ნუ მოდიხარ, ეგ ხალხია ის ბანდიტები, რომლებიც ოფისს თავს დაესხნენ, ამიტომ ეგენი უნდა გააჩეროთთქო. ამ ლაპარაკში კი მოვიდნენ პარტიის ოფისთან. ეს არის ტრაგიკული, როცა გომელაურის უწყება პოლიცია ბანდიტებს მფარველობს, მოაცილა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისთან, დაგეგმეს თავდასხმა, ფიზიკური ანგარისშოწრება და შემდეგ თავადვე გააცილეს. რკინიგზიდან წამოღებული ქვები რომ არ ეყოთ, "იდეალის" შენობას ფაქტობრივად გვერდითა ფასადი მოხსნეს, ქვები მოტეხეს და იმ ქვებით მორბოდნენ", - ამბობს ხაბეიშვილი.
კადრებში, რომელსაც ოპოზიციური პარტია ასაჯროებს, პირდაპირ ჩანს, რომ პარტიის ოფისის ქვებით და ხელკეტებით დარბევის შემდეგ, ზონდერები შენობას ტოვებენ, მათ ავტომობილებში გადანაწილებას კი საპატრულო პოლიცია იქვე ელოდება, შემდეგ პატრული ავტომობილებს წინ უდგება და ტერიტორიის დატოვებაში ეხმარება. რამდენიმე წუთში უკან ბრუნდებიან და საგამოძიებო მოქმედებებს იწყებენ.