კომიკურია, როცა საქართველოს რუსი პრემიერი ერთადერთი მოკავშირის წინააღმდეგ აპირებს ჩვენების მიცემას - გეგელია

05.06.24 13:42
კომიკურია, როცა საქართველოს რუსი პრემიერი ერთადერთი მოკავშირის წინააღმდეგ აპირებს ჩვენების მიცემას - გეგელია

კომიკურია, როცა საქართველოს რუსი პრემიერი ერთადერთი მოკავშირის წინააღმდეგ აპირებს ჩვენების მიცემას რომელიც მას ჯერ კიდევ გააჩნია ევროპული კავშირის მასშტაბით - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის განცხადებას, ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ.

გეგელიას თქმით, ამის შემდეგ "ოცნებას" ევროპულ პოლიტიკაში ბოლო მოკავშირეც კი არ ეყოლება.

მე ვფიქრობ, ძალიან სახალისო და კომიკურია, რომ ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როდესაც საქართველოს რუსი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იმ ერთადერთი მოკავშირის წინააღმდეგ აპირებს ჩვენების მიცემას, რომელიც მას ჯერ კიდევ გააჩნია ევროპული კავშირის მასშტაბით. მე მას ვუსურვებ წარმატებას. კარგია, რომ ბოლო მოკავშირეც აღარ ეყოლება, რომელიც აქამდე ჰყავდა "ქართულ ოცნებას" ევროპულ პოლიტიკაში. კარგია, რომ ყველას დასანახად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად თქვა, რომ შეთქმულების თეორიებზე მეტად "ქართულ ოცნებას" არაფერი აღარ დარჩენია, არც პარტნიორები, არც მეგობრები, არც ხედვა, არც განვითარების გეგმა. მათ აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ, შეთქმულების თეორიები", - ამბობს გეგელია.

საქართველოს პრემიერი დღეს ისევ მისი ლიკვიდაციის საქმეზე ალაპარაკდა. პრემიერი კობახიძე პრაქტიკულად საგამოძიებო უწყებებს ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას თხოვს. კობახიძე ამბობს, რომ მზად არის იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს. 

მსგავსი სიახლეები