იწერდა თუ არა კობახიძე ევროკომისარ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარს ფარულად?

05.06.24 15:13
იწერდა თუ არა კობახიძე ევროკომისარ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარს ფარულად?

იწერდა თუ არა ირაკლი კობახიძე ევროკომისრის სატელეფონო საუბარს ფარულად? პრემიერი ირწმუნება, რომ კომისარ ვარჰეის მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს და მზად არის საგამოძიებო უწყებას ნებისმიერ ქვეყნაში ჩვენებაც მისცეს.

ეს განცხადება კი თბილისის ექს პროკურორს, მაია მწარიაშვილს უჩენს განცდას, რომ საქართველოს პრემიერი პარტნიორების სატელეფონო საუბრებს უკანონოდ იწერს და შემდეგ აარქივებს. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ პრემიერი იტყუება - ცრუ ჩვენება და დასმენა კი დანაშუალია.

მტკიცებულებებს წარვადგენო ხომ? ე.ი. აქ იგულისხმება, რომ არსებობს ფარული ჩანაწერი? პრემიერ-მინისტრი როდესაც ესაუბრება ევროკომისარს, თან ფარულ ჩანაწერს აკეთებს? ფარული ჩანაწერი მაქვს ამასთან დაკავშირებითო - ეს თქვა და ვითანამშრომლებო. საერთოდ პროკურატურისათვის მიმართვას შემდგომში თან ახლავს დანაშაულის დაბრალებაში ბრალდება, ესეც შესაძლებელია ოდესმე სხვა რეალობაში და სხვა სივრცეში. მანამდე კი ჩვენი ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ მე მაქვს ფარული ჩანაწერები და წარვადგენ ამასო. ვურჩევ, რომ ქართული მართლმსაჯულების კუთხით იარონ, თავი დაანებონ უცხო ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს და აქ დაიწყონ გამოძიება და პასუხისგებაში მისცენ არა მხოლოდ ვარჰეი, სხვა ევროკომისრებიც კობახიძეზე განხორციელებული ტერორისტული აქტის მუქარის გამო", - ამბობს მწარიაშვილი.

საქართველოს პრემიერი დღეს ისევ მისი ლიკვიდაციის საქმეზე ალაპარაკდა. პრემიერი კობახიძე პრაქტიკულად საგამოძიებო უწყებებს ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას თხოვს. კობახიძე ამბობს, რომ მზად არის იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს. 

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - დაწერა კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები